ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა

09.09.26 00:05
ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელენსკი შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ასევე, კომპანიებთან, რომლებიც ანტიბალისტიკური სისტემის განვითარებაზე მუშაობენ.

“ხვალ, ჩვენი ხალხის სახელით, მადლიერებას გამოვხატავთ ნორვეგიის მიმართ მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის გამოსამშვიდობებელი ცერემონიის დროს. ასევე, დღეს, შევხვდები პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს. ვისაუბრებთ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე. მთავარი საკითხია - საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სხვა სფეროებში დახმარება, რომლებიც მნიშვნელოვანია ზამთრის გასავლელად. რა თქმა უნდა, იონასთან ერთად შეხვედრას გავმართავთ კომპანიებთან, რომლებიც FREYJA-ს ანტიბალისტიკური სისტემის განვითარებაზე მუშაობენ. მადლობას ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება", - წერს ზელენსკი.