ტრამპმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი გამართა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის მტკიცებით, საუბარი "კონსტრუქციული და გულწრფელი" იყო.
მისივე განცხადებით, ტრამპს სურს, საკუთარი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში უკრაინის ომის დასრულების მიმართულებით გარღვევას მიაღწიოს.
მისი მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტმა ომის დასრულება რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობების სრულად აღდგენის წინაპირობად დაასახელა და აღნიშნა, რომ ამას ორივე ქვეყნისთვის "კოლოსალური სარგებლის" მოტანა შეუძლია.
უშაკოვის თქმით, პუტინმა დადებითად შეაფასა აშშ-ს შუამავლობის ძალისხმევა და განაცხადა, რომ რუსეთს "ევროპის წინააღმდეგ აგრესიული გეგმები არც უფიქრია".
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საუბარს "პოზიტიურ ნოტზე" დასრულებული უწოდა.
აშშ-ს მხარეს პუტინსა და ტრამპს შორის საუბრის შინაარსი ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია.