ნოვოროსიისკში საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

09.09.26 10:13
ნოვოროსიისკში საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ნოვოროსიისკში საპორტო ინფრასტრუქტურას დრონებით დაარტყეს - ხანძარი კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე „ნოვოროსიისკის მაზუთის ტერმინალის“ ტერიტორიაზე გაჩნდა.

ნოვოროსიისკის მოსახლეობის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ნოვოროსიისკის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ ხანძრის გაჩენის ფაქტი დაადასტურა.