რუბიო: არის შესაძლებლობა უახლოეს კვირებში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლებისთვის სამოქმედო გეგმა შემუშავდეს

09.09.26 10:34
რუბიო: არის შესაძლებლობა უახლოეს კვირებში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლებისთვის სამოქმედო გეგმა შემუშავდეს

რა შედეგით დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და რა გეგმა აქვს ამერიკას? - სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ამბობს რომ არსებობს შესაძლებლობა, შემუშავდეს ახალი სამოქმედო გეგმა, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდეს. "

„ვფიქრობ, არის შესაძლებლობა უახლოეს კვირებში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლებისთვის სამოქმედო გეგმა შემუშავდე. ვიმედოვნებ, მოლაპარაკებების განახლების გზის პოვნა შესაძლებელი იქნება, რომელშიც აშშ ყოველთვის მზად არის, რომ შუამავლის როლი შეასრულოს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ზედმეტი ოპტიმიზმით საუბარი არ უნდა, თუმცა, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით.