ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

09.09.26 23:34
ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას სტიორემ განუცხადა.

ზელენსკი ნორვეგიაში მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვაზე მიემგზავრებოდა. მას ოსლოში შეხვედრები ჰქონდა ნორვეგიის პრემიერთან და მთავრობის სხვა წევრებთან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ თემაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი სიახლეები