ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს უკრაინაში გარიგების მიღწევა სურს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ამ კვირაში "შესანიშნავი" საუბარი ჰქონდა ვლადიმირ პუტინთან.
მისივე მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტს გარიგების მიღწევა სურს უკრაინაში ომის დასასრულებლად.
"მას გარიგების მიღწევა უნდა და თუ [უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ] ზელენსკისაც სურს გარიგება, ეს ძალიან კარგი იქნებოდა" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს, სანამ დალასში გაფრინდებოდა, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე.
- რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა დონალდ ტრამპთან. მისი თქმით, საუბარი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა და „კონსტრუქციული და გულახდილი“ იყო. მხარეებმა სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში ვიზიტები განიხილეს.
დონალდ ტრამპის შეფასებით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ბრძოლით უკვე დაღლილები არიან, ხოლო მოსკოვთან მოლაპარაკებების პროცესში მთავარი ბარიერი სწორედ მათ შორის არსებული პერსონალური ანტიპათიაა და ზიზღია.
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის ლიდერმა არ გამორიცხა სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობაც და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შედეგიანმა საუბარმა ამის პერსპექტივა კიდევ უფრო მეტად გააჩინა.