დრონებმა რუსეთის ქალაქ მახაჩკალაში პორტს შეუტიეს

10.09.26 10:58
დრონებმა რუსეთის ქალაქ მახაჩკალაში პორტს შეუტიეს

აფეთქებები იყო რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მახაჩყალის პორტის რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პორტს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს, რასაც ხანძარი მოჰყვა. 

მახაჩყალის პორტი კასპიის ზღვაზე რუსეთის ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტია, რომელიც ზამთარში არ იყინება და შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში მუშაობს.

პორტთან მდებარეობს ნავთობის ბაზა.

10 სექტემბერს დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლმა დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვამ „მოიგერია მტრის უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა” და „ყველა საჰაერო სამიზნე განადგურებულია”, თუმცა მათი „ფრაგმენტების ჩამოცვენამ” ხანძრები გამოიწვია.

მახაჩყალის თეატრის დირექტორი კი წქერს, რომ  „უპილოტო აპარატი მოხვდა შენობის სახურავს” და აფეთქების ტალღამ ფანჯრები ჩაამსხვრია.