ფილიპინებში ბორანზე გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

10.09.26 11:14
ფილიპინებში ბორანზე გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში ბორანზე გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა,  მაშველებმა 43 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 80-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. 

ფილიპინების სანაპირო დაცვის ცნობით, ბორანს ცეცხლი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ პალავანის მახლობლად გაუჩნდა. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზზე გამოძიება დაწყებულია.