NATO-ს წევრი ქვეყნების ძალებმა რუსული ოპერაცია ჩაშალეს - მედია
NAT0-ს წევრი ქვეყნების-დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის და აშშ-ს ძალებმა არქტიკაში რუსეთის მიერ წყალქვეშა საკმუნიკაცაციო კაბელების შესაძლო საპოტაჟისთვის ჩატარებული ოპერაცია ჩაშალეს - ამის შესახებ Reuters ორ დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ოპერაციას რუსეთის ღრმა ზღვის კვლევების მთავარი სამმართველო-GUGI ატარებდა.
გამოცემის ცნობით, რუსული წყალქვეშა აპარატები კაბელების წინააღმდეგ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას სიმულირებდნენ.
ირკვევა, რომ ბრიტანულმა, ნორვეგიულმა და ამერიკულმა ძალებმა რუსული ხომალდები აღმოაჩინეს, თვალყური ადევნეს და მათ ოპერაციის განხორციელებაში ხელი შეუშალეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. კრემლი უარყოფს ნატოს ქვეყნებში საპოტაჟის ოპერაციების განხორციელებას და მათ წინააღმდეგ დაპირისპირებას გეგმავს.