პუტინი ინდოეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება

10.09.26 19:03
 პუტინი ინდოეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება

ვლადიმირ პუტინი 11-13 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ინდოეთს ეწვევა და ნიუ-დელიში დაგეგმილ BRICS-ის მე-18 სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

ის ინდოეთში 10 სექტემბერს გაფრინდება.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მაქსიმ ორეშკინი შევლენ.

მისივე თქმით, პუტინი 11 სექტემბერს, სამიტის წინა დღეს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება.

ინდოეთში BRICS-ის ლიდერების სამიტი 12-13 სექტემბერს გაიმართება. სამიტში სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.