რუსეთმა დნეპრში მზესუმზირის ზეთის მწარმოებელ „Bunge“-ს ქარხანას დაარტყა
რუსეთმა უკრაინის მზესუმზირას ზეთის გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები განაახლა - დარტყმა მიაყენა „Bunge“-ს ქარხანას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარტყა დნეპრში სამოქალაქო დანიშნულების მზესუმზირის ზეთი მწარმოებელ ქარხანას, რომელი ამერიკულ აგრობიზნესის გიგანტ Bunge-ს ეკუთვნის.
როგორც მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა, ქარხანამ კი სერიოზული ზიანი მიიღო.
ეს არა შემთხვევითობა, არამედ ამერიკული ბიზნესებისა და ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ სისტემური ტერორის კამპანიის ნაწილია. ეს მოხდა სუმის რეგიონში კიდევ ერთ ამერიკულ კომპანიაზე თავდასხმიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ.
ასეთი დარტყმები ხაზს უსვამს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობას და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, რათა ვაიძულოთ მას ომის დასრულება და შინაარსიან დიპლომატიაში ჩართვა,” - წერს სიბიგა.
Reuters-ის თანახმად, რუსეთთან ომამდე უკრაინა მზესუმზირას ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში და ამ პროდუქტის 5-დან 6 მილიონ ტონამდე ექსპორტს ახორციელებდა წელიწადში.
მთავრობის მონაცემებით, მცენარეული ზეთის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 2025 წელს 5,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2021 წლის 7 მილიარდ დოლართან შედარებით.
ეს ქარხანა ერთ-ერთია უკრაინის ხუთ უდიდეს ქარხანას შორის და მას დღეში 1 600 ტონა ზეთოვანი კულტურის გადამუშავება შეუძლია.