კანადა მზად არის შეუერთდეს ჩვენს ევროპულ ანტიბალისტიკურ პროგრამა Freyja-ს - ზელენსკი
კანადა ანტიბალისტიკურ პროგრამა Freyja-ს შეუერთდება და დრონებზე შეთანხმებას ამზადებს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს ეს ნაბიჯი საჭირო და დროულია.
მისივე თქმით, ასევე იქნება დამატებითი პაკეტები.
“მარკმა [კარნიმ] დაგვარწმუნა, რომ კანადა მზად არის შეუერთდეს ჩვენს ევროპულ ანტიბალისტიკურ პროგრამა Freyja-ს, თავისი ტექნოლოგიების მოწოდებით. ეს ნაბიჯი საჭირო და დროულია. ასევე იქნება დამატებითი თავდაცვითი პაკეტები.
რა თქმა უნდა, ასევე ძალიან არსებითად განვიხილეთ პერსპექტიული ორმხრივი პროექტები თავდაცვასა და ეკონომიკაში. კერძოდ, ჩვენი გუნდები ამჟამად დრონებზე შეთანხმებაზე მუშაობენ. მოველით, რომ სრულფასოვანი შეთანხმების მიღწევას შევძლებთ ახლო მომავალში,” - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ და კარნიმ ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე დეკლარაციას მოაწერეს ხელი.