რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს - აფეთქებები დასახლებულ პუნქტთან ახლოს მოხდა. დაშავებულია 2 ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. უკრაინის დედაქალაქში ღამით ჩართული იყო საჰაერო განგაშიც.
იქამდე კი ცოტა ხნით ადრე, რუსმა სამხედროებმა სამიზნეში ჰოსტომელი ამოიღეს. რეაქტიულ-ძრავიანი კამიკაძე დრონების მიფრენის გამო აფეთქდა საწყობი. რუსები ამტკიცებენ, რომ უკრაინელთა საბრძოლო მასალისა და დრონების საწყობი დაბომბეს, მაგრამ კიევში ამბობენ რომ იერიში სამოქალაქო დანიშნულების საწყობზეა მიტანილი.