რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა

11.09.26 10:20
რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა

უკრაინული დრონების მასშტაბურმა იერიშმა რუსეთის სარატოვის ოლქში სტრატეგიული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და მსხვილი ლოგისტიკური ცენტრი დააზიანა. რეგიონეში ამ დრომდე საგანაგებო ვითარებაა. 

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის მსხვილი საწვავის მწარმოებელი საწარმოა. მსგავსი ობიექტების დაბომბვა პირდაპირ არტყამს რუსეთის შიდა ბაზარსა და საოკუპაციო ძალების მომარაგების ჯაჭვსაც. 

„ასტრას“ ცნობით, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა სულ მცირე 16-ჯერ განხორციელდა.

გარდა სამხედრო-სტრატეგიული ობიექტისა, დაზიანდა ონლაინ-გიგანტ OZON-ის საწყობი, რამაც აჩვენა, რომ დარტყმები აზიანებს რუსეთის მსხვილ სამოქალაქო და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურასაც.