11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა
11 სექტემბრისს ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა - დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ნიუ-იორკში,
ცაში დრონების განათებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები გამოსახეს. დრონების რიცხვი სიმბოლურად 2977 იყო.
სწორედ ამ რაოდენობის ადმიანი შეეწირა 2001 წლის 11 სექტემბერს ალ-ქაიდას მიერ მოწყობილ მასშტაბურ ტერაქტებს. მათ ოთხი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებსა და პენტაგონს დააჯახეს.
11 სექტემბრის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაავრცელა.
„ოცდახუთი წლის წინ, 11 სექტემბრის საზარელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა, რაც თავად კაცობრიობაზე თავდასხმა იყო, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ჩვენს მსოფლიოზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამ სამწუხარო თარიღის წლისთავზე პატივს მივაგებთ მათ, ვინც ამ თავდასხმებს გადაურჩა და პირველადი რეაგირების ჯგუფებს, რომლებმაც სიმამაცე და ჰუმანურობა გამოიჩინეს“, - განაცხადა გუტერეშმა.