რუსეთის სამარის ოლქში ტოლიატის ქიმიურ ქარხანას დრონებით დაარტყეს
12 სექტემბრის ღამეს, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიში და როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში აფეთქებები მოხდა . დრონებით თავდასხმების შემდეგ, ქალაქებში სამრეწველო ობიექტებში ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსულმა Telegram არხებმა, ასევე სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა გაავრცელა.
წინასწარი ინფორმაციით, ტოლიატიში მდებარე „კუიბიშევ აზოტის“ ქიმიურ ქარხანას დაარტყეს, თვითმხილველებმა ქალაქის ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს ხანძრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს.