პუტინი: ახლა ევროპული ქვეყნები ფიქრობენ, როგორ შეიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე - ეს ნიშნავს ომს რუსეთთან

12.09.26 10:23
პუტინი: ახლა ევროპული ქვეყნები ფიქრობენ, როგორ შეიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე - ეს ნიშნავს ომს რუსეთთან

"ახლა ევროპული ქვეყნები ფიქრობენ, როგორ შეიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე - ეს ნიშნავს ომს რუსეთთან" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს ნიუ-დელიში, BRICS-ის სამიტზე განუცხადა.

პუტინი ირწმუნება, რომ ევროპის ქვეყნებს არაფერი ემუქრებათ და კონფლიქტის საფუძველი არ არსებობს - "ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის შედეგებით გადაწყდა"

ახლა ევროპული ქვეყნები ამბობენ, რომ ფიქრობენ, როგორ შეიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს ომს რუსეთთან. ამავდროულად, რუსეთი ევროპის ქვეყნებს არ ემუქრება, ხოლო კონფლიქტის დაწყების საფუძველი არ არსებობს. რის გამო? არავინ ფიქრობს იმაზეც კი, რომ ჩვენ არ გვაქვს ევროპასთან რაიმე კონფლიქტის საფუძველი. რუსეთს არ აქვს ევროპასთან კონფლიქტის საფუძველი, ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის შედეგებით გადაწყდა. სურთ მათ მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვა? რისკენ უბიძგებენ ისინი ახლა თავიანთი ქვეყნების ხალხებს? რუსეთის ფედერაციასთან ომისკენ? ახლა ისინი ამბობენ, რომ ფიქრობენ, როგორ შეიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს ომს რუსეთთან“ - განაცხადა პუტინმა.