ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში პუტინს შეხვდეს

12.09.26 14:03
ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში პუტინს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, თუ რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტი სამიტს დაესწრება. 

ზელენკის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა იმას რას ეტყვის პუტინს, ან პუტინი რას ეტყვის მას.

„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა ჩავიდეთ. შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ.

საქმე სიტყვებს არ ეხება. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი შედეგია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ სამიტი ქალაქ მაიამიში 14-15 დეკემბერს არის დაგეგმილი.