აშშ-ის ხელისუფლება ირანის დელეგაციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრების უფლებას აძლევს
აშშ-ის ხელისუფლება ირანის დელეგაციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრების უფლებას აძლევს - თუმცა მკაცრი შეზღუდვებითა და მცირე შემადგენლობით.
იმავდროულად, ვაშინგტონმა ძალაში დატოვა და გაახანგრძლივა აკრძალვა პალესტინელი ოფიციალური პირებისთვის, რის გამოც ვიზაზე უარი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსაც ეთქვა. ეს უკანასკნელი ახსნილიაა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საერთაშორისო ტრიბუნალებში გადატანის მცდელობებით.
„ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად, დელეგაციაზე გავრცელდება გადაადგილების შეზღუდვები და დაწესდება აკრძალვები ფუფუნების ნივთებისა და სხვა საქონლის შეძენაზე. დელეგაციის შემადგენლობა უფრო მცირერიცხოვანია, ვიდრე გასულ წელს“, — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.