ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტს ემუქრება, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართმევს

18.09.26 12:55
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტს ემუქრება, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართმევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი  ყოფილ პრეზიდენტ  რობერტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს - ამის შესახებ გამცემა OC Media წერს.

განცხადება ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ოჯახის სავარაუდო უკანონო ქონებაზე გამართული მწვავე განხილვისას გააკეთა.

ამ განცხადების შემდეგ, ქოჩარიანის უმცროსმა ვაჟმა, ლევონმა პრემიერს შესთავაზა, რომ საკუთარ ფეხსაცმლს გაუგზავნის. 

სკანდალურ განცხადებამდე ფაშინიანი პარტია სომხეთის ალიანსის, დეპუტატებმა გააკრიტიკეს.  ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სომხეთის პრემიერმინისტრმა ოპოზიციისთვის ფეხსაცმლის ჩამორთმევაზე ისაუბრა.

ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, სედრაკი, სხვებთან ერთად, აგვისტოს ბოლოდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალი ოჯახის ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე აქვთ წარდგენილი.

კოჩარიანების დაკავება ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხეთში ყოფილი თანამდებობის პირების დაპატიმრებების სერიის ნაწილი გახდა . ამ კონტექსტში, ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ მზად იყო ოპოზიციის „უკანონო ფეხსაცმელი“ ჩამოერთმია.

ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ყველას, ვინც თვლის, რომ ოჯახის ქონება, რომელიც, მისი თქმით, „რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის“ ღირებულების იყო, კანონიერად იყო შეძენილი, შეუძლია ქუჩაში გავიდეს და რევოლუცია მოაწყოს.