რუსებმა სუმში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

19.09.26 10:35
რუსებმა სუმში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო არმიამ კიდევ ერთი უკრაინული ქალაქი დაბომბა - იერიში სუმზე პლანირებადი ავიაბომბებით არის მიტანილი.  სამიზნე ისევ საცხოვრებელი კორპუსია.  

შენობის ნანგრევებიდან მაშველებს გვიან ღამემდე ამოყავდათ ადამიანები - მათ შორის დაშავდა ერთი ბავშვი,  ორი ადამიანი კი დაიღუპა.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა დაარტყეს  პავლოგრადში მდებარე კლინიკასაც.