ტრამპი ამბობს, რომ ვიდრე "არ გამოსწორდებიან" CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში არ დაუშვებს
მსოფლიო მედია დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს - თეთრი სახლის ლიდერმა, ამერიკის პრეზიდენტის ოფისში მუშაობა რამდენიმე მედია-საშუალებასს აუკრძალა.
შეზღუდვები CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებზე ვრცელდება. ტრამპი ამტკიცებს, რომ მაღალი სანდოობით გამორჩეული მედია საშუალებები დეზინფორმაციების ავრცელებენ. მისი თქმით, შეზღუდვები ძალაში იქამდე დარჩება, ვიდრე "ისინი არ გამოსწორდებიან".
თავისუფალი პრესის აკრძალვა, არა? ეს ძალიან მარტივი აკრძალვაა. მე ისინი ჩემს ოფისში არ მინდა. მათი აქ ყოფნა არ მინდა. აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, რამდენიც შესაძლებელი იქნება. თუ ისინი გამოსწორებას შეძლებენ, მაშინ ეს კარგი იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.