ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება.
ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ შეხვედრაზე სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ შეთანხმდნენ.
"ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. მნიშვნელოვანი საუბარი იყო და ბევრი საკითხის განხილვა მოვასწარით. შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე და ამ შეხვედრამ ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს. დიპლომატიური დინამიკა არსებობს." - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპს მისი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ვიზიტისთვის. მისი თქმით, მხარეებმა შეხვედრისას მნიშვნელოვანი საკითხები დეტალურად განიხილეს და აშშ-ს წარმომადგენლებმა უკრაინაში არსებული ვითარება ადგილზე ნახეს.
ზელენსკიმ ტრამპს ასევე მადლობა გადაუხადა ლინდსი გრემის კანონპროექტის ხელმოწერისთვის.