CNN, MS NOW და Politico თეთრ სახლში დაშვების საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებენ

21.09.26 16:39
CNN, MS NOW და Politico თეთრ სახლში დაშვების საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებენ

გავლენიანი გამოცემები, CNN-ი, MS NOW და Politico, აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე დაფუძნებულ სარჩელს აღძრავენ.

CNN-ის გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნის  თეთრ სახლში შესვლის აკრძალვის შესახებ ბრძანება გახდა.

როგორც მედია წერს, სასწრაფო განხილვის მოთხოვნა კოლუმბიის ოლქის ფედერალურ სასამართლოს წარედგინება და მოსმენები და ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი არგუმენტების წარდგენა, შესაძლოა, უკვე ამ კვირაშივე დაიწყოს.

„ეს აკრძალვა წარმოადგენს პირველი შესწორების წინააღმდეგ მიმართულ უკიდურესად პირდაპირ თავდასხმას და ჩვენი უმთავრესი კონსტიტუციური პრინციპების უხეშ დარღვევას“, - ნათქვამია მედიასაშუალებების სარჩელში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი დღის წინ განაცხადა, რომ CNN-ს, MSNBC-სა და Politico-ს, „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო, თეთრ სახლში შესვლას აუკრძალა.