პოლონეთი რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მათ საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ იუწყება

23.09.26 18:36
პოლონეთი რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მათ საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ იუწყება

პოლონეთი რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მათ საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ იუწყება.  პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების „მი-8” ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში 11:08 საათზე ქალაქ ბრანიევოს ჩრდილოეთით შეიჭრა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული ვერტმფრენის ფრენას თვალს ადევნებდნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების რადიოლოკაციური სისტემები, ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ, ხოლო სახმელეთო ძალები და საშუალებები მზადყოფნაში იყვნენ.

„ვერტმფრენი ფრენას ახორციელებდა კალინინგრადის ოლქიდან. მან პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მასში, მაქსიმუმ, დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე შევიდა და მასში 42 წამის განმავლობაში დარჩა.

ინციდენტის ბუნება იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი კვლავ ცდის ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზაობას,” - ნათქვამია განცხადებაში.