ზელენსკი: არ ვიცნობ არცერთ მსოფლიო ლიდერს, ვისაც ამ ომის გაგრძელება სურს, გარდა ერთისა... პუტინი აუცილებლად წავა
მე არ ვიცნობ არცერთ მსოფლიო ლიდერს, ვისაც ამ ომის გაგრძელება სურს - გარდა ერთი ადამიანისა" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია აქვს, მაგრამ პუტინი მზადაა გაწიროს რუსების სიცოცხლე უკრაინაში მცირე ტერიტორიული დაწინაურების სანაცვლოდ.
როცა ნიუ-იორკისკენ მოვფრინავდი, ოკეანის თავზე წავიკითხე პრეზიდენტ ტრამპის პოსტი, რომ რუსეთმა დაკარგა კონტროლი თავის დიზელის ინდუსტრიაზე უკრაინასთან მისი ომის გამო და რთულია წარმოიდგინო ამაზე უფრო დამამცირებელი დანაკარგი ქვეყნისთვის, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი უკავია და ამდენად ამაყობს თავისი ნავთობის ექსპორტით. მე ვციტირებ, დიზელის საწარმოების დიდი რაოდენობა აფეთქებულია, როგორც მინიმუმ დროებით გამოსულია მწყობრიდან და ეს სიმართლეა - რუსეთი ჩაფლავდა! და პოსტის შეჯამებაც სიმართლეა - ეს სასაცილო და დაუსრულებელი ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს. მე არ ვიცი ერთი მსოფლიო ლიდერიც კი, რომელიც სხვაგვარად იტყოდა, არ ვიცი არავინ, ვინც ამ ომის ღიად მხარდამჭერია, გარდა ერთი კაცისა.
რუსეთის ლიდერი, ნომერ პირველი პაციენტი, ადამიანი, ვისგანაც დაიწყო და გავრცელდა ეს ომი მსოფლიოში, რითაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ომად იქცა, უშუალოდ და აუცილებლად წავა ამ ქვეყნიდან.
მაგრამ რაც უფრო დიდხანს შეძლებს პუტინი ომის წარმოებას, მით მეტ ბოროტებას დატოვებს იგი ამ სამყაროში.როცა რუსეთმა ეს ომი დაიწყო, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ უკრაინის შორ მანძილზე დარტყმითი დრონები ერთ დღეს მის სამხედრო ქარხნებს სადღაც ციმბირში მიწვდებოდა - ათასობით კილომეტრში ჩვენი საზღვრიდან. არცერთი რუსი ადმირალი ელოდა, რომ ჩვენ შევძლებდით ჩაგვეძირა რუსეთის სიამაყე - ხომალდები, რომლებსაც უნდა ებატონათ ზღვაზე, მაგრამ ვერ გადაურჩნენ ჩვენს საზღვაო დრონებს.
რუსეთს აქვს პრეტენზიები ჩვენი მეზობელი მოლდოვის მიმართ. ის მუდმივად ემუქრება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
რუსეთი არანაირ პატივისცემას არ იჩენს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობის მიმართ.
და სამწუხაროდ, სირიასა და მთელ აფრიკაშიც ძალიან კარგად იციან, თუ რას წარმოადგენენ რუსი მკვლელები", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი 47 ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს, მათ შორის განის, ნეპალის, ტაჯიკეთის, ინდოეთის, იემენის, კენიის, ზიმბაბვეს, კუბას, ბელარუსის, სუდანის, სამხრეთ აფრიკისა და სხვების.
,,მსურს, უშუალოდ მივმართო ამ 47 ქვეყნის ყოველ წარმომადგენელს: თქვენ იცით, რას აკეთებს რუსეთი თქვენი ადამიანებით. ეს თქვენი მოქალაქეებია. იზრუნეთ მათზე და უცხო ფრონტზე აღმოჩენის საშუალება არ მისცეთ. საშუალება არ მისცეთ პუტინს ამ ომში ჩაგითრიოთ. საშიალება არ მისცეთ რუსეთს თქვენი ხალხის სიცოცხლეებით აქროს თავისი ხანძრები, ფაროს თავისი სირცხვილი და იხდიდეს თავისი სიგიჟისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.