აშშ-მა ვლადიმერ პუტინი მაიამიში, „დიდი ოცეულის” შეხვედრაზე მიიწვია
აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაიამიში დეკემბერში დაგეგმილი„დიდი ოცეულის” შეხვედრაზე მიიწვია. ამის შესახებ მარკო რუბიომ მედიასთან საუბარში განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თქმით, "კარგი იქნებოდა", თუ დონალდ ტრამპი და პუტინი მაიამიში ერთმანეთს შეხვდებოდნენ.
მისივე განცხადებით, "იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს, უნდა შეხვდე ადამიანებს, რომლებსაც არ ეთანხმები".
მოვიწვიეთ პრეზიდენტი პუტინი “დიდი ოცეულის” შეხვედრაზე. ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობაა მისთვის ისაუბროს არა მხოლოდ პრეზიდენტთან [ტრამპთან], არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც. იმედი გვაქვს, რომ ის მიიღებს ამ მოწვევას…
მათ უკვე არაერთხელ ჰქონდათ საუბარი. არ ვიცი რაოდენობა, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა თანამდებობა დაიკავა, მათ მინიმუმ 12-ჯერ ისაუბრეს. ასე რომ, ღია ვრჩებით ჩართულობისთვის.
რა თქმა უნდა, მთავარი იდეაა შეხვედრა, რომელიც შედეგს მოიტანდა და ეს დიდწილად იმას ნიშნავს, რომ წინასწარ ბევრი ძალისხმევა უნდა გავიღოთ. მაგრამ თუ არა, შესაძლოა, თუ პრეზიდენტი პუტინი დაესწრება “დიდი ოცეულის” შეხვედრას დეკემბერში, ეს ნამდვილად იქნება მათთვის შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ”, - განაცხადა რუბიომ.