ვინ არის ქართველ ექიმი, ვინც „ფლაიდუბაის“ ავიარეისზე დაჭრილ პილოტი გადაარჩინა

01.10.26 10:25
ვინ არის ქართველ ექიმი, ვინც „ფლაიდუბაის“ ავიარეისზე დაჭრილ პილოტი გადაარჩინა

ვრცელდება ინტერვიუ „ფლაიდუბაის“ რეისის მგზავრ ქართველ ექიმ შოთა მუსაევთან, რომელმაც თვითმფრინავის ბორტზე მძიმედ დაშავებულ პილოტს,  პილოტი მაჩჩჰარის პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

  • ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი FlyDubai-ს რეის FZ1073-ზე იმყოფებოდა.

Flydubai-ის თვითმფრინავზე განვითარებულ მოვლენები ახალგაზრდა ექიმმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ისაუბრა.  საუბარია ბორტზე, რომელიც 30 სექტემბერს დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენისას ჩამოგდებას გადაურჩა.

მედიკოსის თქმით,  თვითმფრინავში რაღაც უჩვეულო შენიშნა და კაბინისკენ გაიქცა.

„ყვირილი როცა გავიგე, 10 წამში გავიქეცი. კაბინაში რომ შევედი, პილოტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ძლიერი სისხლდენით, განსაკუთრებით თავიდან. თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი, საბოლოოდ, სისხლდენა შევაჩერე და წნევა დავუსტაბილურე. ძალიან რთული წუთები იყო, მაგრამ თვითმფრინავში მყოფ რამდენიმე მამაც ადამიანთან ერთად კატასტროფასთან ძალიან ახლოს მყოფი სიტუაცია შევაჩერეთ. ახლა მხოლოდ სახლში წასვლა და შვილების ნახვა მინდა“, – განაცხადა მუსაევმა.

მისი თქმით, თავდამსხმელის შეჩერებაში რამდენიმე მგზავრი მონაწილეობდა. ექიმის განცხადებით, მგზავრებმა თავდამსხმელს ხელ-ფეხი შეუკრეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა მედიკოსმა დაჭრილი კაპიტანი.

„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი. სისხლდენის შეჩერება შევძელი“, – ამბობს შოთა მუსაევი.

მისი თქმით, დაშვებამდე დაჭრილი კაპიტნის მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო. 

შოთა მუსაევი ყველაზე მძიმე მომენტად თვითმფრინავის მკვეთრ ვარდნას ასახელებს.

ცნობისთვის, 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა.

flydubai-ს ბორტმა თავდაპირველად გადასცა  საერთაშორისო საგანგებო კოდი "7700". მალევე კი გაიგზავნა კოდი "7500", რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას აღნიშნავს. თვითმფრინავი ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა.

ავარიულ დაშვებამდე გავრცელდა ცნობა, რომ კაბინაში ერთ-ერთმა პილოტმა მეორე, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჩჰარი დანით დაჭრა. 

კაპიტანი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვების შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.