რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი?

10.10.26 10:09
რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი?

შეთანხმება მიღწეულია - რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.

  • ტრამპის განცხადებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსკოვი მოკლე დროში კიდევ 3 მილიონი ტონა დიზელის მიწოდებას შეძლებს. ჯამში საუბარია დაახლოებით 4.8 მილიონ ტონა საწვავზე.

ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ შესანიშნავი განცხადების შედეგად, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის, რეკორდულად და სწრაფად შემცირდება". - დაწერა ტრამპმა.