დრონების შეტევის გამო, პუტინის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაჯდა

10.10.26 10:40
დრონების შეტევის გამო, პუტინის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაჯდა

უკრაინული დრონების შეტევის გამო, პუტინის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაჯდა. რუსეთის პრეზიდენტი თურქმენეთიდან ბრუნდებოდა მოსკოვში, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ  საჰაერო სივრცეში საფრთხე არსებობდა. 

ბორტი, რომლითაც სავარაუდოდ თავად პუტინი მგზავრობდა მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში უნდა დამჯდარიყო. თუმცა, საჰაერო განგაშის გამო, პილოტმა გზაში გადაუხვია და სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში დასვეს. საპრეზიდენტო დელეგაციის სხვა თვითმფრინავები პეტერბურგის მიმართულებით გადამისამართდნენ, ზოგიერთი თვითმფრინავი კი როგორც მედია წერს, მოსკოვის თავზე წრეებს არტყავდა.