უკრაინამ როსტოვში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

10.10.26 10:55
უკრაინამ როსტოვში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინული დრონებით შეუტიეს როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობტერმინალს -  ინფორმაცია და კადრები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება.

საქმე ეხება ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანას, რომელიც სტრატეგიული და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტია რუსეთის ენერგეტიკული და სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ის რუსეთის სამხრეთში მდებარეობს და პირდაპირ ემსახურება როგორც რეგიონის ეკონომიკას, ისე უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ რუსულ სამხედრო ძალებს.  მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია რკინიგზის ხიდიც და შეჩერებულია მატარებლების მიმოსვლაც.