აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ხუთი წამყვანი ტელეკომპანიის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ABC-ის, CBS-ის, CNN-ის, Fox News-ისა და NBC-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო. უწყება იკვლევს, დაარღვია თუ არა ხუთი ტელეკომპანიის მიერ დონალდ ტრამპის ღონისძიებების გაშუქებაზე კოლექტიურმა უარმა ამერიკის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა.
საქმე სექტემბერში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ CNN-ის, Politico-სა და MS NOW-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. პრეზიდენტი მედიასაშუალებებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა. გადაწყვეტილების საპასუხოდ, ხუთმა წამყვანმა ტელეკომპანიამ სოლიდარობის ნიშნად დროებით შეაჩერა თეთრი სახლის ღონისძიებების ერთობლივი სატელევიზიო გაშუქება.
24 სექტემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტებს აკრედიტაციები აღუდგინეს, თუმცა ახლა იუსტიციის სამინისტრო სწავლობს, წარმოადგენდა თუ არა ტელეკომპანიების შეთანხმებული მოქმედება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევას. უწყებაში აცხადებენ, რომ კონკურენტ კომპანიებს შორის კოლექტიური ბოიკოტი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს შერმანის ანტიმონოპოლიურ აქტს.