რუსებმა დრონით კიევში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს - არის მსხვერპლი

12.10.26 23:55
რუსებმა დრონით კიევში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს - არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა დრონით კიევში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს.  დაიღუპა ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი.

„დარნიცის რაიონში დრონი 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მე-12-დან მე-16 სართულების დონეზე მოხვდა. კორპუსის ეზოში ავტომობილებიც იწვის. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მიემართებიან“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.