უკრაინელებმა რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი Mi-28N ჩამოაგდეს

17.10.26 10:27
უკრაინელებმა რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი Mi-28N ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 115-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებმა მეორედ ჩამოაგდეს რუსული Mi-28N თავდასხმის ვერტმფრენი, რომელსაც ზოგჯერ „ღამის სუპერმონადირესაც“ უწოდებენ. ამის შესახებ 115-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის პრესსამსახურმა Facebook-ზე განაცხადა

115-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ცნობით, „უცხოპლანეტელების“ საზენიტო-სარაკეტო ბატალიონის ჯარისკაცებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი. მათ ბელგოროდის ოლქის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩასაჭრელად გამოიყენეს ადგილობრივი წარმოების VB140 Flamingo ფიქსირებული ფრთის მქონე დრონი, რომლის მოქმედების რადიუსი 50 კმ-მდეა და სიმაღლე 4.5 კმ-ია.

 

მსგავსი სიახლეები