ხუთი დღე თანამდებობაზე - ტრამპის პრესმდივანმა პოსტი დატოვა

17.10.26 12:26
ხუთი დღე თანამდებობაზე - ტრამპის პრესმდივანმა პოსტი დატოვა

ხუთი დღე თანამდებობაზე და ერთი შეხვედრა ჟურნალისტებთან - ამ შედეგით ასრულებს თეთრი სახლის პრეს-მდივანი ახალ პოზიციაზე მუშაობას. 

მედიაში აქტიურად განიხილებოდა მისი პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია, სადაც ის ძირითადად წერილობით განცხადებებს კითხულობდა, რამაც ჟურნალისტებში კითხვები გააჩინა მის მზაობასთან და კომპეტენციასთან დაკავშირებით.  

არსებობს კონტექსტი საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებითაც: გავრცელებული ინფორმაციით ზაქარიას ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არ ჰქონდა ჩაბარებული. ტრამპი ამბობს, რომ მან თავად ურჩია პრეს-სპიკერს სამსახურიდან წასვლა, რადგან მისი მისამართით ჟურნალისტების მხრიდან წნეხი კიდევ უფრო გაიზრდებოდა.