რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა - დაღუპულია 21 წლის ქალი, დაშავებულია სამი ადამიანი

19.10.26 10:13
რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა - დაღუპულია 21 წლის ქალი, დაშავებულია სამი ადამიანი

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 21 წლის ქალი, სამი ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იუწყება.

რუსეთმა კიევს 18 ოქტომბრის საღამოს და 19 ოქტომბრის გამთენიისას შეუტია. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სამედიცინო დაწესებულება და რამდენიმე არასაცხოვრებელი შენობა.

დაზიანებულია კიევის ერთ-ერთი მეტროსადგურიც. რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ლიანდაგები და საკონტაქტო ქსელი, რის გამოც მეტროს წითელ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

კიევის მერის ინფორმაციით, სამი დაშავებულიდან ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილებზე სამაშველო და საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები