საბერძნეთის კუნძულებთან მიგრანტების ორი ნავი გადაბრუნდა - დაღუპულია 12 ადამიანი

19.10.26 14:35
საბერძნეთის კუნძულებთან მიგრანტების ორი ნავი გადაბრუნდა - დაღუპულია 12 ადამიანი

საბერძნეთის კუნძულებთან, ლესბოსთან და სამოსთან, მიგრანტების მზიდი ნავების ორ ცალკეულ ინციდენტს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მედიის წყარო ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პირველი ინციდენტის დროს ნავი ლესბოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით ღამით საბერძნეთის სანაპირო დაცვის გემს შეეჯახა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი, დაიღუპა.

ცნობის თანახმად, რვა ადამიანი გადაარჩინეს და ავარიის ზუსტი გარემოებები გამოძიებას ექვემდებარება.

მსგავსი სიახლეები