რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

19.10.26 19:49
რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაშავებულია კიდევ 15 ადამიანი , მათ შორის შვიდი ბავშვი.

ოკუპანტებმა ნოვა ვოდოლაგას ცენტრალურ პარკზე დრონით თავდასხმა განახორციელეს იმ დროს, როდესაც იქ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვებიანი ოჯახები, სამწუხაროდ, ორი ქალი და ეტლში მჯდომი ჩვილი გარდაიცვალა, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დარტყმა „გერან-3“ ტიპის დრონით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები