მილანში საპროტესტო აქციებზე 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მილანში საპროტესტო აქციებზე 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა, ადგილობრივი ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ მილანში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა და პოლიციამ 271 ახალგაზრდა დააკავეს.
ამასთან, მილანის ცენტრში რამდენიმე ასეულმა ახალგაზრდამ სანაგვე ურნებს ცეცხლი წაუკიდა. ასევე, ნიღბიანმა ახალგაზრდებმა მაღაზიები გაძარცვეს.
ცნობისთვის, იტალიის დიდი ქალაქები მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებმა 17 ოქტომბერს მოიცვა. დემონსტრანტები ფასების ზრდასა და საჯარო სერვისების ხარისხის დაბალ დონეს აპროტესტებენ.