რუსეთმა კიევის ოლქს დაარტყა - არის მსხვერპლი
რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად, კიევის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა - ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა.
უკრაინული მხარის ცნობით, გასულ ღამით დარტყმა იყო საწარმოო-სასაწყობე შენობაზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. ობიექტი კიევის ოლქის ობუხოვის რაიონში მდებარეობს.
მანამდე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ობუხოვის რაიონზე დრონებით შეტევაა.