ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს
ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინა შეერთებული შტატების პარტნიორია, თუმცა მათ შორის არანაირი ფორმალური ალიანსი არ არსებობს.
„ეს სრულიად უპასუხისმგებლო ქმედებაა. უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს; ომის მიმდინარეობისას მისი მიწვევა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას. გსურთ, რომ უკრაინაში ამერიკული სახმელეთო ჯარები იყვნენ? თუ არა, მაშინ წინ უნდა აღვუდგეთ იდეას, რომ უკრაინა ნატო-ს უნდა შეუერთდეს”, - აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
ამასთან, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს.
მისი თქმით, აშშ უკრაინასთან გარკვეულ საკითხებზე მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს.