ტრამპი ზელენსკის კვლავ აკრიტიკებს და უკრაინის სახელით სხვა მომლაპარაკებლის დანიშვნას ითხოვს
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის კვლავ უპირისპირდება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის სახელით სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა სხვა ადამიანმა აწარმოოს.
„ზელენსკიმ არ იცის, რას ლაპარაკობს. მას ომი დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა“, - განაცხადა ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტი ომის დასრულების სურვილის არქონაშიც დაადანაშაულა.
ამ განცხადებით ტრამპმა ზელენსკის უპასუხა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის შემსუბუქების გამო აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „ისტორიის არასწორ მხარეს“ დგას.
ტრამპის განმარტებით, სანქციების შემსუბუქების მიზანი რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლის თავიდან აცილებაა.