რუსებმა კიევს და ხარკოვს დაარტყეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები
კიევის სვიატოშინსკის რაიონში რუსული დრონი სვიატოშინსკის რაიონში 24-სართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისი თქმით, დესნიანსკის რაიონში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. სოლომენსკის რაიონში კი დარტყმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, წუხელ რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ კოროტიჩსაც შეუტიეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა.