ტრმაპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრმაპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს.
მედიის წყაროს ცნობით, უიტკოფი პულკოვოდან გაემგზავრა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.
ამერიკული გამოცემის, Axios წერს, რომ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულების შესახებ განახლებულ წინადადებას წარუდგენს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ შეხვედრას ვირტუალურ ფორმატში დაესწრება ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დიმიტრიევი.