მოსკოვი: რუსული დიზელით დატვირთული პირველი ტანკერი შტატებში გაიგზავნა
40 000 ტონა რუსული დიზელით დატვირთული პირველი ტანკერი შტატებში, ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს გაემგზავრება გაიგზავნა - ამის შესახებ განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.
TАСС-ის ცნობით, რუსეთსა და აშშ-ს შორის დიზელის საწვავის მიწოდებაზე კონტრაქტების ხელმოწერის პროცესი დასკვნით სტადიაზეა.
ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, წლის ბოლოსკენ რუსულ დიზელს სხვა ქვეყნებიც მიიღებენ და არა მხოლოდ აშშ. ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთს დიზელის საწვავის ექსპორტის მოცულობის სრულად აღდგენა წლის ბოლომდე შეუძლია.
9 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან რუსული დიზელის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე მიწოდებაზე მოილაპარაკა.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) გასცა დროებითი ზოგადი ლიცენზია, რომელიც რუსული დიზელის, პროდუქტის, რომელიც 2022 წლიდან სანქციების ქვეშ იყო, მიწოდების ნებას რთავს.
შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ტრამპსა და პუტინს შორის რუსული დიზელის საწვავის თაობაზე მიღწეული შეთანხმების დაბლოკვას.