აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა - რუბიო
აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა, - ამის შესახებ ინდოეთში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
მას ჟურნალისტებმა კვლავ დაუსვეს შეკითხვები უკრაინისთვის "სტარლინკის" სავარაუდო გათიშვაზე. რუბიომ აგრეთვე განმარტა:
არ ვაპირებთ ამ თემაზე თავდაცვით პოზიციაში ვიყოთ, რადგან, აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, მათ შორის - ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ახლა უკრაინა არ იქნებოდა. უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცე არ უნდა აღინიშნოს, რადგან ისინი ძალიან მამაცურად იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და არაჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებენ მათთვის გაწეული დახმარებით, წინააღმდეგობას უწევენ დიდ - მათზე ბევრად დიდ ქვეყანას", - განაცხადა მან.