რუსებმა ხარკოვის ოლქში ბაზარს დაარტყეს - არიან დაღუპულები
რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქში, ლოზოვაიას ბაზარზე თავდასხმა განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა - ინფორმაციას რუსული მედია პრავდა ავრცელებს.
ადგილზე მუშაობენ მედიკოსები, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფები და სამართალდამცავი ორგანოები.
"სამედიცინო ჯგუფები ყველას ეხმარებიან. ადგილზე მიმდინარეობს შემდგომი ვითარების მოგვარება“ - აღნიშნა სინეგუბოვმა.