WSJ: ტრამპმა მასკს დაურეკა და უკრაინაში Starlink-ზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა სთხოვა
The Wall Street Journal-ის ცნობით, ამ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებსა და მოკავშირეებს განუცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვის გაუქმება სურდა.
როგორც WSJ წერს, ამის შემდეგ, მან ელონ მასკს დაურეკა, შეზღუდვების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და მათი მოხსნა სთხოვა.
უკრაინის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა WSJ-ს განუცხადა, რომ ტერმინალების სიჩქარე გაიზარდა, თუმცა შეზღუდვები სრულად ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის სერვისების შეზღუდვა (სიჩქარის ლიმიტის დაწესება) პირადად ილონ მასკის ბრძანებით მოხდა.