ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

23.10.26 13:16
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთი გარდაუვლად უპასუხებს ავსტრიიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ლიუბინსკიმ განაცხადა.

„რეაქცია გარდაუვალი იქნება“, - თქვა მან.

მანამდე, ავსტრიულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.