ოფიციალურად: Starlink-მა უკრაინაში მუშაობა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით განაახლა

24.10.26 13:33
ოფიციალურად: Starlink-მა უკრაინაში მუშაობა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით განაახლა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სისტემები Starlink/Starshield-ის სიჩქარის აღდგენას აფიქსირებენ - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევგენი ხმარამ განაცხადა.

მისი თქმით, Starlink-ი 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მუშაობს.

„თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სისტემები Starlink/Starshield-ის სიჩქარის აღდგენას აფიქსირებენ. 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე ფიქსირდება. კავშირი სტაბილურია“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ევგენი ხმარას თქმით, სიჩქარის აღდგენა პირდაპირი დიალოგისა და უმაღლეს დონეზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრინციპული პოზიციის წყალობით იქნა შესაძლებელი.